воскресенье, 30 апреля 2017 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

   ტრენინგის მე-9 დღე ძალიან საინტერესო იყო.განვიხილეთ მე-8 მოდული.მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.მივიღეთ უკუკავშირი.გავაკეთეთ კომენტარები.
ტრენინგმა გაგვაცნო ელექტრონული წიგნი.
ტრენინგი იყო საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი.მიღებული ცოდნა დამეხმარება ჩემი მუშაობის უფრო საინტერესოდ წარმართვაში.
დიდი მადლობა ქალბატონ დიანას!!!
ტრენინგის მერვე დღე
   
ტრენინგის მე-8 დღეს გავეცანით სპეც-საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის სხვადასხვა ფორმებს.განვიხილეთ საკითხები მათი ჯგუფებში ჩართვის გასააქტიურებლად.
ვისწავლეთ მასალის drive-ზე ატვირთვა და ბლოგზე განთავსება.
ტრენინგის მეშვიდე დღე

მეშვიდე სამუშაო სესიაზე განვიხილეთ მოდული მე_5 და მოდული მე_6 რომელიც პროექტის შეფასებას ეხებოდა. ვნახეთ სხვადასხვა აქტივობის შესაფასებელი კრიტერიუმები. რუბრიკები. ცხრილები. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები. ერთმანეთს სევუფასეთ ნაშრომები.




ტრენინგის მეექვსე დღე

გავეცანით მოდული-3 და მოდული-4 შინაარს.

ვისწავლეთ უკუკავშირის სახეები.
1.უფრო ზუსტი ინფორმაციის შედგენა.
2.ნეიტრალური განცხადებების გაკეთება.
3.რჩევების მიცემა.
ვისწავლეთ WORD-ში  მოსწავლის ნამუშევარზე  კომენტარების დადება.ვისაუბრეთ ინტერნეტ-რესურსების გამოყენების შესაძლებლობებზე,მულტიმედიარესურსების მოძიების გზებზე.

განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის შესაძლებლობებს. გავიარეთ ტესტი,გავეცანით მუხლს საავტორო უფლებების ლეგიტიმურად გამოყენების შესახებ.
 ძალიან საინტერესო დღე იყო!!! დიდი მადლობა!!!




ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვისაუბრეთ დროში გაწელილი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების სტრატეგიებზე.განვიხილეთ რესურსები.

დავიწყე პროექტის გეგმაზე მუშაობა.გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები,რომელთა მიღწევაც არის ჩემი მიზანი.შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი.ჩამოვაყალიბე შეფასების ფორმები და რუბრიკები,რომლის დახმარებითაც შევაფასებ მოსწავლეთა  წინარე ცოდნას და დავგეგმავ წინსვლის გზებს.

  საინტერესო იყო. დიდი მადლობა!!!

ტრენინგის მეოთხე დღე


ძალიან საინტერესო და დატვირთული დღე იყო.განვაგრძეთ მოდული-2 -ის შესწავლა.განვიხილეთ მიმართულების საკვანძო კითხვების დასმის ტექნოლოგიები.ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები, განვიხილეთ კითხვები და ერთმანეთს მივეცით რჩევები.

ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შექმნა , მასზე ფოტომასალის ატვირთვა და კომენტარების დატოვება.

ძალიან კმაყოფილი ვარ!!!

ტრენინგის მესამე დღე                                                                                  




განვიხილეთ ერთმანეთის სავარაუდო პროექტები.ვიმსჯელეთ,ვისაუბრეთ,გავაკეთეთ უკუკავშირი.მოვარგეთ სტანდარტები.ვისაუბრეთ მიზნებისა და ამოცანების სწორად შედგენაზე.მოსწავლის ნამუშევრებში გამოჩნდება სტანდარტს მივაღწიეთ თუ არა.

განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის განახლებული ვერსია.

გავეცანით 21-ე საუკუნის საკვანძო სიტყვებს,რომელთა გამოყენებითაც შეიქმნება პროექტი.
ვისწავლეთ ბროშურის შაბლონის დამზადების ელემენტები.ფურცლის გაყოფა სვეტებად, ტექსტის ჩასმა. გავიხსენეთ ზოგიერთი უნარ-ჩვევა ( სურათის ჩასმა,მისთვის ადგილის შეცვლა) .
    ჩემი აზრით,დღევანდელი ტრენინგი ერთობ ნაყოფიერი იყო.


















ტრენინგის პირველი და მეორე დღე
ტრენინგი დავიწყე 2017 წლის 29 აპრილს.ტრენინგი გულისხმობს გრძელვადიანი პროექტებით სწავლების შეფასებას.
   გვეცანი 1 მოდულს,რომლის მეშვეობითაც აღარ უნდა გამიჭირდეს გრძელვადიანი პროექტის დაგეგმვა, საშუალება მექნება,დავგეგმო შესასწავლი აქტივობები,ვისწავლე საქაღალდეების შექმნის სტრუქტურა.
   მოდულში კარგად ჩანს პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობები:

  •   მოსწავლეთა წარმოსახვის,შემოქმედებითი უნარების და საბოლოო ჯამში, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევა.
  • აქტიური კვლევისა და მაღალი დონის აზროვნების წახალისება( პრობლემის გადაჭრა,თანამრომლობა,კომუნიკაცია)
  • პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
  • 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება 
გავეცანით ელექტრონული წიგნში ნავიგაციას და ძალიან მომეწონა. მარტივი და მოსახერხებელია წიგნში მუშაობა.
     
  ტრენინგის მეორე დღეს შევქმებით ბლოგები,ბლოგების საშუალებით ვაქვეყნებთ  ტრენინგის რეფლექსიებს.



შორენა ასათიანის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული